ცუნამი — ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები,რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი6,5 ბალზე მეტი ვულკანური
მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად. ცუნამის 1000-მდე
ცნობილი შემთხვევიდან 100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის 80% წყნარი
ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.
ცუნამის ტალღების გავრცელების სიჩქარე 50-დან 1000 კმ/სთ-მდე, ხოლო
ტალღის სიმაღლე 0,1მ-დან(ღია ზღვაში) 5მ-მდე(ნაპირთან) მერყეობს. ცუნამი
დიდ ნგრევასა და სხვერპლს იწვევს. ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრის შედეგად
წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და
ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები,სახლები,ხიდები, ადამიანები.
2005 წელს ინდონეზიის კუნძულებთან მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური
ცუნამი წარმოქმნა, რომელიც თავს დაატყდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს და 200
ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
No comments:
Post a Comment